Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ალექსანდრე კუხიანიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

პროფესორ ალექსანდრე კუხიანიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია “დემოკრატიზაცია და უსაფრთხოება კორუფციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ”


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურისა და პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ორგანიზებით 2023 წლის 17 ნოემბერს ტარდება პროფესორ ალექსანდრე კუხიანიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციის თემაა: დემოკრატიზაცია და უსაფრთხოება კორუფციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ
 

კონფერენციის ჩატარების ადგილი და დრო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი, N303 აუდიტორია, 17 ნოემბერი, 12:00 საათი
 

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

 

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები: 

 

პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
მოხსენების თემა: „დემოკრატია და კრიმინალური სახელმწიფო“ 

პროფესორი ლუიზ შელი, ტერორიზმის, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, აშშ.

მოხსენების თემა: „The Global Rise of Corruption and Transnational Crime“  (კორუფციისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის გლობალური აღზევება) 

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოცემულ თემაზე მომუშავე მკვლევარებსა და პროფესორებს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სექცია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.

 

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ, მომხსენებლებმა 27 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ საკონფერენციო მოხსენების საფუძველზე შექმნილი 3000-5000 სიტყვის მოცულობის (ბიბლიოგრაფიის გარეშე) მქონე სტატია. საკონფერენციო სტატიები  გაივლის რეცენზირებას და კრებულის სახით გამოქვეყნდება.

მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა 5 ნოემბრიდან 10 ნოემბრის 23:00 საათამდე უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: socpol.science@tsu.ge ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ: “დემოკრატიზაცია და უსაფრთხოება”. 

 

იხ. სარეგისტრაციო ფორმა სტუდენტთათვის

იხ. სარეგისტრაციო ფორმა -  პროფესორებისა და მკვლევრებისთვის


მნიშვნელოვანი თარიღები:

აბსტრაქტის წარდგენის ვადა: 10 ნოემბერი, 2023 წელი
აბსტრაქტის შერჩევის შედეგები: 13 ნოემბერი, 2023
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 17 ნოემბერი, 2023 წელი
სტატიების წარდგენის ვადა: 27 ნოემბერი, 2023 წელი